Thursday, September 24, 2015

Saturday, August 22, 2015



სსიპ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე აჯილდოებს სიგელით დარეჯან ქარდავას მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის. 2015 წელი.






Wednesday, July 9, 2014

განხორციელებული პროექტები

                            



                           პროექტის გეგმა

პროექტის დასახელება:
,,რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“
პროექტის ინიციატორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობა:


2013 წლის 3 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილს შეუსრულდა დაბადებიდან 150 წლისთავი. იუნესკოს ეგიდით 2013 წელი  ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა. აცილებელია, მოსწავლეები იცნობდნენ და აფასებდნენ ამ ჭეშმარიტი მამულიშვილის  ფასდაუდებელ ღვაწლს სამშობლოსა და ქართველი ხალხის წინაშე.
მიზანი:
·       მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ექვთიმე თაყაიშვილზე, დაახარისხებენ, მოაწყობენ პრეზენტაციას, გააცნობენ ამ დიდი მამულიშვილის ღვაწლს სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს, მოამზადებენ სლაიდშოუს და განათავსებენ ინტერნეტში
·       განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციაზე მუშაობის, ისტ-ის გამოყენების, თანამშრომლობის, სინთეზის, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა უნარები

მონაწილეთა ასაკი
X კლასის მოსწავლეები, 14-15 წელი
ვადები:
1-27 თებერვალი
ამოცანები და განხორციელების გზები:
1.სამუშაო ჯგუფების შექმნა და დავალებების გადანაწილება: ინფორმაციის მოძიება/ინტერნეტი, სპეციალური ლიტერატურა/, მასალის დახარისხება, კლასიფიცირება, დიზაინის მოფიქრება, სლაიდების შექმნა. 2.შესრულებული სამუშაოს განხილვა-პრეზენტაციის მოწყობა, ინტერნეტში განთავსება.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს შეუძლიათ პროექტის მომზადება, მასალის მოძიება,სლაიდების შექმნა,  პრეზენტაციის  მოწყობა . განუვითარდათ გუნდური მუშაობის, კვლევის, ინფორმაციის მოძიების, , შემოქმედებითობის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, პრეზენტაციის მოწყობისა და სხვა უნარები.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
საჭირო ლიტერატურა, კომპიუტერი, პრინტერი, ფორმატისა  და თაბახის ფურცლები, ფანქრები, კალმები, მარკერები
პროექტის შეფასება:
·        ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება
·        ვებგვერდის სტრუქტურა
·        კვლევითი თემის გამართულობა
·        ვებგვერდის დიზაინი
·        პრეზენტაციის უნარი
კავშირი საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
      ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ისტ-ი.
·        მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
·        მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება
·        მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება

პროექტის ხელმძღვანელი:
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:


 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ქარდავა
darikoqardava@gmail.com




ანგარიში ჩატარებული ღონისძიების შესახებ

ღონისძიების ჩატარების დრო:                  1-28 თებერვალი
სკოლა:  ლიის თემის N1 საჯარო               X კლასი
ღონისძიების ხელმძღვანელი:   ლიის თემის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ქარდავა.
---------------------------------------------------------------------------
თემა:  ,, რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“
მისაღწევი შედეგები:  მოსწავლეები მოამზაადებენ პროექტს, მოიძიებენ მასალას ექვთიმე თაყაიშვილზე, შეიძენენ ცოდნას , შექმნიან სლაიდებს, მოაწყობენ პრეზენტაციას და წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს. განუვითარდებათ გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის, კვლევის, ინფორმაციის მოძიების დახარისხების, შემოქმედებითობის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, პრეზენტაციის მოწყობისა და სხვა უნარები.

საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები: 
პროვოცირება, დიალოდი/დებატები/სამუშაოს  განაწილება,  დაგეგმვა,ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, შეჯამება.
-------------------------------------------------------------------------------
  რესურსები: სამუშაო ოთახი, საჭირო ლიტერატურა, კომპიუტერი, პრინტერი, ფორმატისა და თაბახის ფურცლები, ფანქრები, კალმები, მარკერები.
----------------------------------------------------------------------------- 
  მოსწავლეებმა შადგინეს  გეგმა, გადაინაწილეს დავალებები, მოიპოვეს საჭირო მასალა ექვთიმე თაყაიშვილზე, შეიძინეს ცოდნა, შექმნეს სლაიდ-შოუ, მოაწყვეს პრეზენტაცია, წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს. სლაიდშოუ გადაუგზავნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. განუვითარდათ   გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, შემოქმედებითობის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, პრეზენტაციის მოწყობისა და სხვა უნარები.
 ჩემი აზრით, მოსწავლეთა ჩართულობა გამოიწვია იმან, რომ ისინი დაინტერესდნენ ჯერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებით, შემდეგ კი ამ ბუმბერაზი ადამიანით, რომლის შესახებ თითქმის არაფერი არ იცოდნენ. ძალიან მოეწონათ ,,power point”-ში მუშაობა, რაც თვითონ ვასწავლე. ასევე დაინტერესებული იყვნენ იმიტომაც, რომ პასუხისმგებელი პროექტის შედეგებზე თვითონ იყვნენ. შედეგებმა ცხადყო, რომ მთავარია მოსწავლეების დაინტერესება და მათი ძალების სწორი მიმართულებით წარმართვა. ჩემი აზრით, მოტივაციის ამაღლებისათვის, საჭიროა პროექტზე მომუშავე ყველა მოსწავლის ,(მიუხედავად გამარჯვებისა), წახალისება სიგელებით, მადლობის ბარათებით  თუ სხვა ფორმით, რესურსცენტრის ან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. ვისურვებდი, რომ ამ  და სხვა პროექტებში, არა მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი, არამედ მთელი სკოლა ჩაბმულიყო.

                                                                 დარეჯან ქარდავა



ანგარიში ჩატარებული ღონისძიების შესახებ
ღონისძიების ჩატარების დრო:                  1-28 თებერვალი
სკოლა:  ლიის თემის N1 საჯარო               X კლასი
ღონისძიების ხელმძღვანელი:   ლიის თემის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ქარდავა.
---------------------------------------------------------------------------
თემა:  ,, რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“
მისაღწევი შედეგები:  მოსწავლეები მოამზაადებენ პროექტს, მოიძიებენ მასალას ექვთიმე თაყაიშვილზე, შეიძენენ ცოდნას , შექმნიან სლაიდებს, მოაწყობენ პრეზენტაციას და წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს. განუვითარდებათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების დახარისხების, შემოქმედებითობის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, პრეზენტაციის მოწყობისა და სხვა უნარები.

საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები: 
პროვოცირება, დიალოდი/დებატები/სამუშაოს  განაწილება,  დაგეგმვა,ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, შეჯამება.
-------------------------------------------------------------------------------
  რესურსები: სამუშაო ოთახი, საჭირო ლიტერატურა, კომპიუტერი, პრინტერი, პროექტორი, ფორმატისა და თაბახის ფურცლები, ფანქრები, კალმები, მარკერები.
----------------------------------------------------------------------------- 
მოსწავლეებმა შადგინეს  გეგმა, გადაინაწილეს დავალებები, მოიპოვეს საჭირო მასალა ექვთიმე თაყაიშვილზე, შეიძინეს ცოდნა, შექმნეს სლაიდ-შოუ, მოაწყვეს პრეზენტაცია, წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს. სლაიდშოუ გადაუგზავნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. განუვითარდათ   გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის,  ინფორმაციის მოძიების დახარისხების, შემოქმედებითობის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, პრეზენტაციის მოწყობისა და სხვა უნარები.
 ჩემი აზრით, მოსწავლეთა ჩართულობა გამოიწვია იმან, რომ ისინი დაინტერესდნენ ჯერ განათლებისა მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებით, შემდეგ კი ამ ბუმბერაზი ადამიანით, რომლის შესახებ თითქმის არაფერი არ იცოდნენ. ძალიან მოეწონათ ,,power point”-ში მუშაობა, რაც თვითონ ვასწავლე. ასევე დაინტერესებული იყვნენ იმიტომაც, რომ პასუხისმგებელი პროექტის შედეგებზე თვითონ იყვნენ.
  ვისურვებდი, რომ ამ  და სხვა პროექტებში, არა მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი, არამედ მთელი სკოლა ჩაბმულიყო.





--------------------------------------------------------------------------------------


 ანგარიში ღონისძიების ჩატარების შესახებ


ღონისძიების ჩატარების დღე:                                ოქტომბერი
სკოლა :  ლიის თემის N1 საჯარო.                          IX   კლასი.       
მასწავლებლები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ქარდავა, ისტ-ის მასწავლებელი გოგა ფიფია.

    თემა:   ,, ვაჟაობა“ -  /მოსწავლეთა ძალებით  ,,სტუმარ-მასპინძელის“ ინსცენირება/
მისაღწევი შედეგები:         ჯგუფური მუშაობისა  და  კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ტოლერანტობის, შემოქმედებითობის , აუდიტორიის  წინაშე  გამოსვლისა და თვითრეალიზაციის  უნარების  განვითარება.

   საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:   პროვოცირება, დიალოგი
/დებატები, სამუშაოს განაწილება-დაგეგმვა, ინფორმაციის ორგანიზება, დახარისხება, შეჯამება . 
   რესურსები :   სამუშაო ოთახი, ინტერნეტი, საჭირო ლიტერატურა, ტრადიციული სამოსი, სასცენო დეკორაცია. ფლიფჩარტები, ფლომასტერები, მარკერები. აუდიო-ვიდეო საშუალება.


ღონისძიების შედეგები:   მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად შეადგინეს სამუშაო გეგმა , დაინაწილეს დავალებები, მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში, დაწერეს სცენარი, დაინაწილეს როლები, მოამზადეს სასცენო დეკორაცია, მოიწვიეს სტუმრები, მოაწყვეს ღონისძიება და წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს.      ღონისძიებაში თითქმის მთელი კლასი იყო ჩართული.   ინსცენირებამ  დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა,     სულ სხვა თვალით დაანახა ვაჟა-ფშაველა მაყურებელს და  მონაწილეებსაც.  დაუგროვდათ მეტი ცოდნა, შეიყვარეს ვაჟას პერსონაჟები. განუვითარდათ ჯგუფური მუშაობისა  და  კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ტოლერანტობის, შემოქმედებითობის , აუდიტორიის  წინაშე  გამოსვლისა და თვითრეალიზაციის  უნარები. მონაწილეებიც შედეგით კმაყოფილები იყვნენ. თავიანთი ნამუშევრით აღფრთოვანებულებმა სურვილი გამოთქვეს , რომ მსგავსი   ღონისძიება კიდევ  ჩაეტარებინათ.  
            ჩემი აზრით, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა გამოიწვია იმან,
რომ თავად იყვნენ პასუხისმგებელნი ღონისძიების მომზადებაში და ასევე იმავ, რომ  ვაჟას გმირების განსახიერება და მთის დიალექტზე საუბარი ძალიან მოეწონათ. სხვა კლასებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ თვითონაც მოამზადებდნენ მსგავს ღონისძიებას .  
          
          

ლიის თემის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
                                                                  დარეჯან ქარდავა         




პროექტი 
·       პროექტის ინიციატივა
   ლიის თემის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  კათედრის წევრებმა გადაწყვიტეთ  ჩაგვეტარებინა ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ვაჟაობა“.
·       დისკუსია
   გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე სხვა კათედრის მასწავლებლებიც. მონაწილეებმა განიხილეს შემოთავაზებული იდეა, იმსჯელეს მის აქტუალობაზე. გადაინაწილეს დავალებები და დაიწყეს ზრუნვა მის განხორციელებაზე.

·       ქმედების სფეროს ერთობლივი განვითარება
  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებთან შეთანხმებით, მე გადავწყვიტე ვაჟაობის აღნიშნვასთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ძალებით  დამედგა სპექტაკლი ,,სტუმარ-მასპინძელი“, რაც გავაცანი მეცხრე კლასის მოსწავლეებს. მათ მოეწონათ შემოთავაზებული იდეა და ერთობლივი ძალით დავიწყეთ ზრუნვა პროექტის განხორციელებისათვის.








                                          პროექტის გეგმა
   
პროექტის დასახელება
ვაჟაობა/მოსწავლეთა ძალებით  ,,სტუმარ-მასპინძელის“ ინსცენირება/
პროექტის ავტორი:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ქარდავა
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობა
მოსწავლეებისათვის  ამ ბუმბერაზი ადამიანის ცხოვრების, შემოქმედების, მოღვაწეობის, მისი პატრიოტულ სულისკვეთების უკეთ გაცნობა.  მთის ტრადიციებში  გარკვევა  და არა მარტო მთის, არამედ ქართულ სტუმართმოყვარეობაშიც.  ვაჟას გმირების ზნეობრივ თვისებებზე ,  ჭეშმარიტ ღირებულებებზე ახალი თაობის აღზრდა
მიზანი:
მოსწავლეები მოძიებენ ვაჟა-ფშაველაზე საჭირო ინფორმაციას, დადგამენ სპექტაკლს ,,სტუმარ-მასპინძელი“, წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს. განუვითარდებათ ძიების, გუნდური მუშაობის , თანამშრომლობის, პრეზენტაციის, შემოქმედებითობის, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და თვითრეალიზაციის უნარები
მონაწილეთა ასაკი:
14-15 წელი
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეს შუძლია ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებში, დახარისხება, სხვების
მოსაზრებების მოსმენა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პრეზენტაციი გაკეთება, როლური ტექსტის სახით წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
                განუვითარდა  ძიების, ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, ტოლერანტობის, შემოქმედებითობისა და თვითრეალიზაციის უნარები.
პროექტის შეფასება
შეფასდება კვლევა-ძიების, პრეზენტაციის, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, გუნდურობის, შემოქმედებითობისა  და  სხვა უნარები
რესურსები
სამუშაო ოთახი, ინტერნეტი, საჭირო ლიტერატურა, სასცენო დეკორაცია, ტრადიციული სამოსი, ფლიფჩარტები, ფლომასტერები, მარკერები. აუდიო-ვიდეო საშუალება.


აქტივობების
აღწერა
შემსრულებელი
ვადები
1.სამოქმედო გეგმის შემუშავება
2.ჯგუფებისთვის დავალებების გადანაწილება:

1.მასწავლებლები/მოსწავლეები

2..მასწავლებლები/მოსწავლეები

4-5-დღე

4-5 დღე
1-ლი ჯგუფი


მე-2  ჯგუფი


მე-3 ჯგუფი


მე-4 ჯგუფი
ინფორმაციის მოძიება, დახარისხება.

სცენარის მომზადება და გადანაწილება

სასცენო დეკორაციის მომზადება

მოსაწვევი რეკლამის მომზადება
3 დღე


10 დღე


1-2 დღე


1-2 დღე


                             პროექტის ბიუჯეტი
საჭირო რესურსის ჩამონათვალი
რაოდენობა
თანხა
·        ფერადი ქაღალდები

·        მარკერები

·        ფლიფჩარტები

                    კომპიუტერი და
აუდიო-ვიდეო საშუალება
20 ცალი

6 ცალი

5 ცალი

2
1
2 ლარი

18 ლარი

5 ლარი

სკოლას მოეპოვება.



ლიის თემის  პირველი საშუალო სკოლის ქართული  ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  დარეჯან ქარდავა




---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------










-----------------------------------------------------------------------------------------------------------


             საახალწლო ღონისძიება/პროექტის გეგმა



პროექტის მიმოხილვა
პროექტის სათაური:    საახალწლო ღონისძიება თემაზე: ,,როგორ ხვდება გაღატაკებული თავადაზნაურობა ახალ  წელს“/ინსცენირება/
საახალწლო ღონისძიება
პროექტის შინაარსი:
საინტერესო საახალწლო  ღონისძიების ჩასატარებლად მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას, იმსჯელებენ, შეთანხმდებიან, დაინაწილებენ დავალებებს, მუშაობენ გუნდურად , დაგეგმავენ, მოიძიებენ მასალას, დაწერენ სცენარს, დაახარისხებენ, მოიპოვებენ საჭირო რესურსებს, განსაზღვრავენ მოქმედების კურსს  და სასკოლო საზოგადოებისა და მშობლების წინაშე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით ქმნიან გეგმებსა და პროდუქტს. წარმოადგენენ საინტერესო ღონისძიებებს, შექმნიან საზეიმო განწყობას, გადაიღებენ  და ვიდეო მასალას განათავსებენ სკოლის ვებ-გვერდზე.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება
დონე/კლასი
XII
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები
პრობლემების გადაწყვეტა, შეფასება, ანალიზი
განხორციელების დროის ჩარჩო
ორი კვირა პროექტისთვის, ორი სასცენო ღონისძიების განხორციელებისთვის
პროექტის საფუძვლები           შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ზეპირმეტყველება  XII.1.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარდგენა აუდიტორიის წინაშე
კითხვა  X1I. 2.  მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ  წარმოდგენილი პროექტის  კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება
წერა   X1I.4  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება პროექტის პრეზენტაციისთვის
მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
·         გააცნობიერონ საახალწლო ღონისძიების მიზნები და გააკეთონ დავით კლდიაშვილის გაღატაკებული აზნაურების სათანადო ინტერპრეტაცია.
·         გაანალიზონ თავიანთი შექმნილი სცენარი და დაუკავშირონ თანამედროვეობას.
·          მოიკვლიონ სცენარისთვის საჭირო საკითხები , შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები და გამოიყენონ მიზნებისა და აუდიტორიის შესაბამისად.
·         გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
·         ზოგადი კითხვები:           ხელოვნებას შეუძლია შეცვალოს ადამიანთა ცხოვრება?

·         თემატური კითხვები:      როგორ ცდილობდა გაღატაკებული თავადაზნაურობა ძველი     
                                                           სტატუსის შენარჩუნებას?
                                                           როგორ შეგიძლია ამ თემაზე წარდგე აუდიტორიის წინაშე
                                                                   როლური   თამაშით მეტი დამაჯერებლობის ეფექტის     
                                                                   შესაქმნელად ?
·         შინაარსობრივი კითხვები:      რა მხატვრული ხერხები  გამოიყენა  დავით  
                                                      კლდიაშვილმა თავის ნაწარმოებში პერსონაჟები
                                                                   სურათის დახატვისას?

                                                                   ძველი თავადაზნაურობის პრობლემები
                                                                  დღესაც აქტუალურია?
მოსწავლის შეფასების გეგმა         შეფასების შეჯამება
მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის გასაგებად გამოვიყენებ ვენის დიაგრამას, შევაფასებ ნაწარმოების გააზრების ხარისხს და შესაბამისად წარვმართავ სწავლებას. ასევე მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ სამოქმედო გეგმა , რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორცილების დროს დაეხმარებათ. გამოვიყენებთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევს. გავმართავთ კონფერენციებს უკუკავშირის გაზიარებისთვის, რაც მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარებათ.საბოლოოდ შევაფასებ მოსწავლეთა მონაწილეობას დისკუსიაში მთავარ კითხვაზე: ,,ხელოვნებას შეუძლია შეცვალოს ადამიანთა ცხოვრება?“
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე       მოსწავლეები მუშაობენ                  პროექტზე მუშაობის                   
                                                                    პროექტებზე და ასრულებენ         დასრულების შემდეგ
                                                                    დავალებებს


გამოკითხვა



ვენის დიაგრამა

კითხვის ასპექტის
დავალებების
ჟურნალი            



გამოკითხვა

კითხვის ასპექტის
დავალებების ჟურნალი

ბლოგის რუბრიკა





სამოქმედო გეგმა

მასწავლებლის კონფერენცია

თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა



ინსცენირება

ქულობრივი შეფასების გზამკვლევი


კითხვის ასპექტის დავალებების ჟურნალი

გააზრება


საბაზისო უნარ-ჩვევები

·         კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
·         აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარ-ჩვევები
·         ტექნიკური უნარ-ჩვევები

სასწავლო პროცედურები

გავმართავთ  დისკუსიას თუ  თუ რატომ  ,დაებადათ იდეა  საახალწლო ღონისძიებაზე  ინსცენირებით ხორცი შეესხათ  დავით კლდიაშვილის  გაღატაკებული აზნაურებისათვის  სულ სხვანაირი, ახლებური ინტერპრეტაციით. ხშირად განხილვის საგანი იქნება ზოგადი კითხვა ,,შეუძლია თუ არა ხელოვნებას შეცვალოს ადამიანთა ცხოვრება?“ ,,გვეხმარება ხელოვნება ჩვენი თავის შეცნობაში?“ მოსწავლეებს დავუნაწილებდი დავალებებს მათი შესაძლებლობის ფარგლებში. თავად დავაწერინებ სცენარს ღონისძიებისთვის, ასევე თვითონ იქნებიან პასუხისმგებელი ღონისძიების ჩატარებაზე თუ ნებისმიერ საჭირო რესურსზე.
პროექტის მიმდინარეობის პროცესში პერიოდულად შევხვდები  ჯგუფებს, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. ყველა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ  ვთხოვ მათ შეხვდნენ ერთმანეთს უკუკავშირის მისაღებად. ამისათვის ისინი თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმას გამოიყენებენ. პროექტის გეგმის პრეზენტაციის შემდეგ იზრუნებენ საახალწლო ღონისძიების ჩატარებისათვისათვის., რასაც წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებას, მშობლებს და ყველა დაინტერესებულ პირს. პროექტს დავასრულებთ ძირითადი შეკითხვის შეჯამებით :  ,, შეუძლია ხელოვნებას შეცვალოს ადამიანთა ცხოვრება?“


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
 ფოტოკამერა
ü   კომპიუტერი (ები)
ü   ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
ü   ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
ü   საბეჭდი მანქანა/პრინტერი
ü   პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
ü   ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
ü   ვორდის პროგრამა
 სხვა       სასცენო დეკორაცია
ბეჭდვითი მასალები
ü  სახელმძღვანელოები,
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
                                     პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება
მოაზროვნეთა კლუბის ,,რა? სად? როდის? „ ჩამოყალიბება
პროექტის ავტორი:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ქარდავა
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობა
წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში ქართველმა ახალგაზრდებმა საშუალოზე დაბალი დონე აჩვენეს. ჩვენი სკოლის მასწავლებლებმაც  შევისწავლეთ ეს საერთო პრობლემა, რომელიც ასევე აქტუალური აღმოჩნდა.  წიგნიერების დონის ასამაღლებლად შევიმუშავეთ სხვადასხვა სტრატეგიები და მათ შორის მოაზროვნეთა კლუბის ,,რა? სად? როდის? „ ჩამოყალიბება
მიზანი და ამოცანები
·         მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება;
·         ახალგაზრდობის მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა;
·         სხვადასხვა სკოლების მოსწავლე ახალგაზრდობის ერთმანეთთან დაახლოება;
·         ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწალე ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისთვის ხელის შეწყობა.

განხორციელების გზები:
·          სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ხელმძღვანელთან ერთად შეიმუშავებს  შესარჩევი ტურის გეგმას
·         სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა გააკეთებს  განაცხადს შესარჩევი  ტურის  ჩატარებაზე
·         მოსწავლეები  მოიძიებენ ინტერნეტში  ინტელექტუალური თამაშებისთვის განკუთვნილ კითხვებს და ცოდნას გაუზიარებენ ერთმანეთს
·         მოსწავლეები დაიხმარიებენ საგნის მასწავლებლებს საჭირო ლიტერატურის შერჩევაში
·         სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა კლუბის ხელმძღვანელთან ერთად ჩაატარებს შესარჩევ ტურს და დააკომპლექტებს კლუბს  6+2 მოთამაშით

მონაწილეთა ასაკი:
14-15-16-17 წელი.IX- X-XI-XII კლასები
მოსალოდნელი შედეგები:
·         განუვითარდათ ისტზე მუშაობის  , წიგნზე  მუშაობის, დახარისხების ,ლოგიკური მსჯელობის, თანამშრომლობის, კრეატიულობის, გუნდურობისა  და  სხვა მაღალი სააზროვნო უნარები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·         ადამიანური რესურსები-საგნის მასწავლებლები და კლუბის ხელმძღვანელი.
·         ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებები
·         სკოლისა და ოჯახის ბიბლიოთეკა

კავშირი საგნებთან
·         ქართული , მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია,  უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია, ასტრონომია, ხელოვნება, სპორტი
პროექტის შეფასება
შეფასდება: 
ü  დაგეგმილი ღონისძიების შესრულება და ხარისხი;
ü  პროექტის შედეგი -გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეთა წიგნიერების დონე
                         
                                         პროექტის ხელმძღვანელი დარეჯან ქარდავა
          პროექტის ხელმძღვანელის ელ ფოსტა: darikoqardava@gmail.com
------------------------------------------------------------------------------------------------
                             ანგარიში ღონისძიების ჩატარების შესახებ
ღონისძიების ჩატარების დღე:                               24 დეკემბერი. 2014 წ.
სკოლა :  ლიის თემის N1 საჯარო.                          XII   კლასი.       
მასწავლებლები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ქარდავა,  ხელოვნების მასწავლებლები  გიორგი ფიფია, ლია სამუშია.
თემა:   საახალწლო ღონისძიება  თემაზე: ,,გაღატაკებული აზნაურების თანამედროვე ვერსია“
მისაღწევი შედეგები:        
მოსწავლეები შეძლებენ :  
·         გააცნობიერონ  საახალწლო ღონისძიების მიზნები და შექმნან  დავით კლდიაშვილის გაღატაკებული აზნაურების თანამედროვე ვერსია
·         გაანალიზონ თავიანთი შექმნილი სცენარი და დაუკავშირონ თანამედროვეობას.
·          მოიკვლიონ სცენარისთვის საჭირო რესურსები  , შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები და გამოიყენონ მიზნებისა და აუდიტორიის შესაბამისად.
·        გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.
·        გამოაქვეყნონ მოპოვებული მასალა სკოლის ვებ-გვერდზე .
ღონისძიების შედეგები:
    მოსწავლეებმა  თავად   მოიფიქრეს  თემა და შექმნეს სცენარი. გამოუვიდათ საინტერესო ღონისძიება. დაიმსახურეს დამსწრე საზოგადოების მოწონება.  განუვითარდათ კვლევის, ჯგუფური მუშაობის, ,  კომუნიკაციის, ინტერნეტში მუშაობის , აუდიტორიის წინაშე წარდგენის, პასუხისმგებლობისა  და სხვა  უნარ-ჩვევები.
    ჩემი აზრით , მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ თავად იყვნენ  პასუხისმგებელნი ყველაფერზე. შექმნეს სცენარი. როლებიც ისე დაინაწილეს, რომ აბსოლუტურად მთელი კლასი მონაწილეობდა.
    მსგავსი ღონისძიების ხელახლა ჩატარებისას, ალბათ, უფრო დავხვეწდი სცენარს და შესრულების ხარისხს,  მართალია, მოსწავლეები მაღალ დონეზე  ვერ ასრულებდნენ როლებს, მაგრამ ისინი პროფესიონალები   არ იყვნენ, არც მსახიობური ნიჭით შერჩეულნი, უბრალოდ, მთელი კლასი ჩაერთო ღონისძიებაში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.
   მასასალმებელია ისიც, რომ  მოსწავლეებმა  ღონისძიების მომდევნო დღეებიდანვე დაიწყეს ფიქრი ახალ  სცენარზე.
    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ქარდავა
-------------------------------------------------------------------------------------------------
                                     პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება
მოაზროვნეთა კლუბის ,,რა? სად? როდის? „ ჩამოყალიბება
პროექტის ავტორი:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ქარდავა
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობა
წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში ქართველმა ახალგაზრდებმა საშუალოზე დაბალი დონე აჩვენეს. ჩვენი სკოლის მასწავლებლებმაც  შევისწავლეთ ეს საერთო პრობლემა, რომელიც ასევე აქტუალური აღმოჩნდა.  წიგნიერების დონის ასამაღლებლად შევიმუშავეთ სხვადასხვა სტრატეგიები და მათ შორის მოაზროვნეთა კლუბის ,,რა? სად? როდის? „ ჩამოყალიბება
მიზანი და ამოცანები
·         მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება;
·         ახალგაზრდობის მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა;
·         სხვადასხვა სკოლების მოსწავლე ახალგაზრდობის ერთმანეთთან დაახლოება;
·         ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწალე ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისთვის ხელის შეწყობა.

განხორციელების გზები:
·          სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ხელმძღვანელთან ერთად შეიმუშავებს  შესარჩევი ტურის გეგმას
·         სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა გააკეთებს  განაცხადს შესარჩევი  ტურის  ჩატარებაზე
·         მოსწავლეები  მოიძიებენ ინტერნეტში  ინტელექტუალური თამაშებისთვის განკუთვნილ კითხვებს და ცოდნას გაუზიარებენ ერთმანეთს
·         მოსწავლეები დაიხმარიებენ საგნის მასწავლებლებს საჭირო ლიტერატურის შერჩევაში
·         სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა კლუბის ხელმძღვანელთან ერთად ჩაატარებს შესარჩევ ტურს და დააკომპლექტებს კლუბს  6+2 მოთამაშით

მონაწილეთა ასაკი:
14-15-16-17 წელი.IX- X-XI-XII კლასები
მოსალოდნელი შედეგები:
·         განუვითარდათ ისტზე მუშაობის  , წიგნზე  მუშაობის, დახარისხების ,ლოგიკური მსჯელობის, თანამშრომლობის, კრეატიულობის, გუნდურობისა  და  სხვა მაღალი სააზროვნო უნარები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·         ადამიანური რესურსები-საგნის მასწავლებლები და კლუბის ხელმძღვანელი.
·         ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებები
·         სკოლისა და ოჯახის ბიბლიოთეკა

კავშირი საგნებთან
·         ქართული , მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია,  უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია, ასტრონომია, ხელოვნება, სპორტი
პროექტის შეფასება
შეფასდება: 
ü  დაგეგმილი ღონისძიების შესრულება და ხარისხი;
ü  პროექტის შედეგი -გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეთა წიგნიერების დონე
                         
                                         პროექტის ხელმძღვანელი დარეჯან ქარდავა
          პროექტის ხელმძღვანელის ელ ფოსტა: darikoqardava@gmail.com
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? პროექტის ავტორი ლიის თემის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ქარდავა on PhotoPeach