ტრენინგის ანგარიშები

ტრენინგის ანგარიში


1.    ტრენინგის დასახელება
პროფესიული განვითარების სქემის აქტივობების განხორციელების სტრატეგიები
·         ჩამტარებელი ორგანიზაცია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
·         ჩატარების ადგილი - ქ. წალენჯიხა, 1-ლი საჯარო სკოლა
·         ტრენინგის ხანგრძლივობა - 5 საათი

2.    ტრენინგის მიზანი და ამოცანები
მიზანი - პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთათვის სქემის გზამკვლევის, სქემის აქტივობების ეფექტურად განხორციელების სტრატეგიების გაცნობა;
ტრენერი-  საბა ჩიხლაძე, 
ამოცანები:
§  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიმოხილვა;
§  პედაგოგიური კვლევის არსის გარკვევა, კვლევის ძირითადი ეტაპების
 ( საკვლევი თემის შერჩევა, კვლევის ობიექტის განსაზღვრა, მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა გაანალიზება, ინტერპრეტაცია, დოკუმენტირება), კვლევის მთავარი მახასიათებლების განხილვა;
§  პროექტგაკვეთილის არსის განსაზღვრა;
§  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავების სტრატეგიების განხილვა;
§  ტრენინგის ანგარიშის სტრუქტურის გაცნობა;
§  პორტფოლიოს მნიშვნელობის განსაზღვრა.


3.    რეზიუმე
წალენჯიხის 1-ლ საჯარო სკოლაში 2012 წლის 10 ნოემბერს გავიარე 5-საათიანი ტრენინგი (პროფესიული განვითარების სქემის აქტივობების განხორციელების სტრატეგიები), რომელიც ორგანიზებული იყო მპგეც-ის მიერ (მიზანი - პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთათვის სქემის გზამკვლევის, სქემის აქტივობების ეფექტურად განხორციელების სტრატეგიების გაცნობა); ტრენინგი ჩაატარა მპგეც-ის პროფესიული უნარების ტრენერმა, საბა ჩიხლაძემ.                                                         
                                                              
ტრენინგი შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან:
Ø  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გეგმა;
Ø  პედაგოგიური კვლევა;
Ø  პროექტგაკვეთილი;
Ø  სსსმ მოსწავლე (ინდივიდუალური საწავლო გეგმა);
Ø  ანგარიშის ფორმა


       პორტფოლიო.


 ტრენერი,  საბა ჩიხლაძე,  გვესაუბრა  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე, სქემის ჩამოყალიბების მიზნებზე (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოტივირება და წახალისება, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მისი კომპეტენციის ამაღლება), იმაზე, თუ როგორ მოქმედებს სქემაში ჩართვა პედაგოგის კარიერულ ზრდაზე (სქემაში ჩართვით მასწავლებელს შეუძლია მოიპოვოს პირველი და უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის სტატუსი). განვიხილეთ სქემაში ჩართვისა და მასში მონაწილეობის პირობები: კატეგორიების მოსაპოვებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა (1-ლი კატეგორიის მოსაპოვებლად საჭიროა 32 კრედიტის, უმაღლესი კატეგორიის მოსაპოვებლად კი - 42 კრედიტის მოგროვება), სერთიფიცირებული მასწავლებელი სქემაში გაწერილ აქტივობათაგან ირჩევს მისთვის სასურველ, დაძლევად აქტივობებს და ახორციელებს მათ 7 წლის განმავლობაში. თითოეული  განმავლობაში. თითოეული კატეგორიის მოპოვებას სჭირდება 7 წელი, ყოველი მომდევნო კატეგორიის მოპოვებისთვის კრედიტების ათვლა იწყება ნულიდან. სქემის გარშემო ტრენინგის მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები, რომლებზეც ტრენერმა ამომწურავი პასუხები გასცა.
ამის შემდეგ განხილულ იქნა კონკრეტული აქტივობები: პედაგოგიური კვლევა, პროექტგაკვეთილი, სსსმ-სთან მუშაობა (ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელება).
პედაგოგიური კვლევის განხილვამ ყველაზე მეტი დაინტერესება გამოიწვია             ტრენინგის მონაწილეთა შორის, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს პუნქტი იყო მათთვის გაუგებარი. თუ სხვა საკითხებზე ტრენერმა ისაუბრა შედარებით ზოგადად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია კვლევის განხილვას, ამომწურავად ისაუბრა კვლევის არსზე (ახალი ცოდნის ძიება), მიზნებზე ( კონკრეტულ სფეროში არსებული ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსება, ახალი ცოდნის მიღება ან უკვე არსებულის შემოწმება), კვლევის ტიპებზე (ფუნდამენტური და გამოყენებითი),  კვლევის ეტაპებზე (თემის შერჩევა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, მიზნების დასახვა, კვლევის ობიექტის განსაზღვრა, კვლევის მეთოდების განსაზღვრა, მონაცემთა შეგროვება, ინტერპრეტირება და დოკუმენტირება), დღიურის წარმოების მნიშვნელობაზე, ახსნა კვლევის თითოეული ნაბიჯი, გვასწავლა, როგორ მზადდება კვლევის ანგარიში. ხაზი გაუსვა პრინციპებს, რომლებიც ანგარიშის შექმნას უდევს საფუძვლად (მკითხველის გათვალისწინება, შესავლის თეზისებად წარმოდგენა, სტრუქტურა: შესავალი, მეთოდები, შედეგები, დასკვნა,  ბიბლიოგრაფიის დამოწმება).
მომდევნო ნაწილში განხილულ იქნა პროექტგაკვეთილი, მისი არსი
(კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაო, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარები), დამახასიათებელი ნიშნები, პროექტის სქემა (ინიციატივა, დისკუსია, ქმედების სფეროს ერთობლივი განვითარება, დაგეგმილის განხორციელება, დასასრული, შეფასება), როგორ უნდა განხორციელდეს პროექტის გეგმა: დასახელება, პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება, მიზნები, ამოცანები და განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები, შეფასება და თვითშეფასება, ბიუჯეტი.
შემდეგ განვიხილეთ სსსმ მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები ისგ-ზე დაყრდნობით, გეგმის ეტაპები (ინფორმაციის შეგროვება, მიმართულების განსაზღვრა, ისგ-ის შემუშავება და განხორციელება).
 ვისაუბრეთ პორტფოლიოს დანიშნულებაზე და  მის შემადგენლობაზე. ტრენერმა აგვიხსნა, რომ პორტფოლიო არის მასწავლებლის ერთგვარი სავიზიტო ბარათი . გავეცანით, როგორ მზადდება ტრენინგის ანგარიში.


4.    ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თვითონ ბატონმა დავით სალიამ და მე რე სურსცენტრში მოვაწყვეთ პრეზენტაცია სერთიფიცირებული მასწავლებლებისათვის სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით. ამდენად , ჩემთვის უცნობი არ იყო . ტრენინგის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში (პორტფოლიოს წარმოება, პროექტგაკვეთილი) მეტ-ნაკლებად მანამდეც ვერკვეოდი. მიუხედავად ამისა, ღონისძიების  შინაარსის თითოეული კომპონენტის განხილვა ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ზოგიერთ საკითხზე (პედაგოგიური კვლევა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობა) მჭირდებოდა დამატებითი ინფორმაცია. ჩემთვის, როგორც  პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულიმასწავლებლისთვის, ტრენინგზე დასწრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომელიც შეუძლებლად მიმაჩნდა, ბატონ საბას პრეზენტაციის შემდეგ ადვილი მომეჩვენა. ორი წელი ვმუშაობდი სსსმ მოსწავლესთან. ინდივიდუალურ სამუშაო გეგმას თვითონ ვადგენდი. ტრენერმა დაგვიმტკიცა, რომ ეს მულტიდისციპლინური ჯგუფის საქმე იყო. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში, გავუზიარებ კოლეგებს. მჯერა, რომ მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას.   

                                                                                დარეჯან ქარდავა

                                                                                      22. 11.2012.









ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის:




,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა:  წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, II საჯარო სკოლა. 4 დღე. 16 საათი.
მიზანი: პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.
ტრენერი: მედიკო ქოქრაშვილი
ამოცანები:
·         კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა,საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება/;
·          კვლევის პროცესის დოკუმენტირება, კვლევის დღიურის წარმოება;
·         საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლის ანალიზი;
·         კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა/ სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე-საპილოტე კვლევა/;
·         მონაცემთა შეგროვება
·         მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
·         მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა;
·         მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია;
·         პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვა;
·         პროექტის შეფასება;
·         მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად.
ღონისძიების დღის წესრიგი:
v  I დღე-4 საათი.
 I სესია- 1 სთ. 15 წთ.- პროგრამის პრეზენტაცია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა;
II სესია-2 სთ.45 წთ. - პედაგოგიური კვლევა.
v  II დღე-4 საათი.
I სესია-1სთ.25 წთ.- პრაქტიკული კვლევა;
II სესია- 1სთ.30 წთ. -პროექტგაკვეთილი;
III  სესია- 1სთ.10 წთ. - პროექტის შეფასების რუბრიკა;
v  III დღე
I სესია-პროექტგაკვეთილის დაგეგმვა და პრეზენტაცია;
II სესია- 2 სთ.  - კათედრებზე მუშაობა და კოლეგებთან თანამშრომლობა
v  IV დღე - 4 საათი
I სესია - 2 საათი მასწავლებლის პორტფოლიო
II სესია- 2 სთ. -  ანგარიშის ფორმები და მომზადება.
 რეზიუმე:  პირველ სესიაზე ტრენერმა , ქალბატონმა მედიკო ქოქრაშვილმა,   წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია. გაგვაცნო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვისა და მასში მონაწილეობის პირობები;  თუ რატომ არის სასურველი სერთიფიცირებულ მასწავლებელთა ჩართვა სქემაში, როგორ უწყობს ხელს სქემაში ჩართვა მასწავლებელთა კომპეტენციის ამაღლებას, რა არის საჭირო პედაგოგთა პროფესიული და კარიერული ზრდისათვის. ასევე გაგვაცნო კრედიტების დაგროვების გზები და აქტივობები, რომელიც უნდა განახორციელოს სქემაში ჩართულმა მასწავლებელმა. გავიგეთ, რომ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის დაძლევადი სულ მცირე შვიდი აქტივობა და განვახორციელოთ შვიდი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მუშაობის პროცესში მასწავლებელს შეუძლია აქტივობებში ცვლილებების შეტანა. ასევე  გაგვაცნო, რომ თითოეულ აქტივობაზე ჩატარებული მუშაობა დოკუმენტირებულად უნდა იყოს აღწერილი და პორტფოლიოს სახით წარმოდგენილი.
მეორე სესიაზე ტრენერმა ისაუბრა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე. გავიგეთ, რომ კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით. ტრენერმა გაგვაცნო პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპები ( საკვლევი თემის არჩევა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, კვლევის ობიექტის განსაზღვრა, კვლევის მეთოდების განსაზღვრა, მონაცემების შეგროვება, გაანალიზება, ინტერპრეტირება და დოკუმენტირება). აგვიხსნა, რომ კვლევის მეთოდი ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: თვისობრივ (დაკვირვება, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი) და რაოდენობრივ (მასობრივი წერილობითი თუ ზეპირი გამოკითხვა).
მეორე დღის პირველ სესიაზე  ვიმუშავეთ ჯგუფურად კვლევებზე. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა კვლევის სავარაუდო პრეზენტაცია , რამაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. დავრწმუნდით, რომ , მართალია, კვლევა შრომატევადია, მაგრამ არც ისე ძნელი, როგორც წარმოგვედგინა.
მეორე დღის მეორე სესია დაეთმო პროექტგაკვეთილებს.   ტრენერმა აგვიხსნა, რომ პროექტგაკვეთილი პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კცლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები, რომ პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საშუალებას იძლევა. პროექტზე მუშაობის დროს, რეალური პრობლემის გადაჭრისას, მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ- ჩვევებს იყენებენ. პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას.  ტრენერმა ისაუბრა პროექტგაკვეთილის დამახასიათებელ ნიშნებზე,  თემის სფეროებზე,  დაგეგმვაზე, ინტეგრირებულ პროექტგაკვეთილზე, უნარებზე, რომელიც აუცილებელია  მუშაობის პროცესში, პროექტგაკვეთილების ხანგრძლივობასა და მოცულობაზე, სქემაზე, პროექტის გეგმის გაფორმებაზე  და ასე შემდეგ. 
მესამე სესია ეხებოდა პროექტის შეფასების რუბრიკას. ტრენერმა აგვიხსნა,რომ რამდენადაც ერთი და იგივე პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, სამუშაოს შეფასება შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს, შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო აკადემიური კრიტერიუმი, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები. პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მონიტორინგის მექანიზმი და პერიოდულობა. ამავე  სესიაზე ჯგუფებში პრაქტიკულად ვიმუშავეთ პროექტგაკვეთილზე. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა პროექტგაკვეთილის სავარაუდო პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესოდ გამოგვივიდა.
მესამე დღის მეორე სესიაზე ტრენერი გვესაუბრა კათედრების მუშაობასა და  კოლეგებთან ურთიერთობის ეფექტურ ფორმებზე. მან აგვიხსნა, რომ ნიუმანისა და ველაჯის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მნიშვნელოვანია ცალკეული მასწავლებლების პროფესიონალიზმი, მაგრამ უფრო დიდი ეფექტი მოსწავლეების მიღწევებზე აქვს მასწავლებლების თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხარისხს სამი ძირითადი გარემოების გამო: 1) მოსწავლეები გაცილებით უკეთესად სწავლობენ, როცა მასწავლებლებს აქვთ ერთთნაირი მიდგომები და მოლოდინები, 2) მუდმივი თანამშრომლობა და კომუნიკაცია ზრდის მასწავლებლის როგორც საგნობრივ, ასევე მეთოდურ კომპეტენციას, რაც პოზიტიურად აისახება სასწავლო პროცესებზე, 3) თანამშრომლობა და კომუნიკაცია ხელს უწყობს სკოლის გუნდური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. რაც, თავის მხრივ, ეფექტიანს ხდის ცალკეული წარმატებული მასწავლებლების ინდივიდუალურ მცდელობებს, მეორე მხრივ, ზრდის იმ მასწავლებლების ანგარიშვალდებულების ხარისხს, რომლებსაც საკმარისი წვლილი არ შეაქვთ საერთო მიზნის მიღწევაში.
მეოთხე დღის პირველი სესია ეხებოდა პორტფოლიოს; თუ რა არის პორტფოლიო, რისგან შედგება ის და რისთვის არის აუცილებელი მისი წარმოება. პორტფოლიო ერთგვარი სავიზიტო ბარათია მასწავლებლისათვის, ამიტომაც მასწავლებლის პორტფოლიოში უნდა იყოს: მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, სამოდელო გაკვეთილის გეგმები, მენტორის სამუშაო გეგმა, განხორციელებული კვლევის, პროექტის ანგარიში, მოსწავლეთა აკადემიური წარმატების მონაცემები,კონფერენციაზე, სემინარსა და კათედრის  სხდომაზე მასწავლებლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის ამსახველი მასალა, გამოქვეყნებული სტატიის ამონაბეჭდი, გამოყენებული სდასწავლო რესურსების ნიმუშები, მასწავლებლის მიერ ჩატარებული სემინარის/ტრენინგის ამსახველი მასალა, სტაჟირების,  სემინარის, ტრენინგების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები, სხვა თვალსაჩინო მასალა
ტრენინგი ჩემთვის მეტად საინტერესო , მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი გამოდგა. მასწავლებელი, როგორც პროფესიონალი, მუდმივად უნდა იზრდებოდეს, მისი მოვალეობა იმდენად საპასუხისმგებლოა, რომ მას არა აქვს უფლება მუდმივ დინამიკაში არ იყოს. ვეცდები, ჩემი გამოცდილება ყველას გავუზიარო. ვესაუბრო მათ სქემაში ჩართვაზე, პორტფოლიოს წარმოებაზე, პედაგოგიურ კვლევებსა  და სასწავლო პროექტებზე, კოლეგებისთვის  გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და ა. შ. ტრენინგზე დავრწმუნდი, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომელიც მეტად რთული მეგონა, ძალიან მარტივია. ვგეგმავ ჩავატარო კვლევა თემაზე: ,, რეპეტიტორის ინსტიტუტი ლიის საჯარო სკოლაში“, ,,წიგნი თუ კომპიუტერი“, ,,ინდივიდის შეუთავსებლობა კლასთან“. პროექტი თემაზე: ,,ექვთიმე თაყაიშვილი-150“, ,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბის აუცილებლობა სკოლაში“და ა.შ. ვითანამშრომლებ კოლეგებთან, რადგან დავრწმუნდი, რომ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება წარმატების წინაპირობაა, ზიარი გამოცდილებით გროვდება უზარმაზარი ცოდნა,  რომელიც  ავითარებს და ზრდის მასწავლებლის პროფესიონალიზმს.
დიდი მადლობა ქალბატონ მედიკო ქოქრაშვილს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისათვის. ვისურვებდი, რომ მსგავსი ტრენინგები ხშირად ტარდებოდეს.


                                                                                                  დარეჯან ქარდავა
                                                                                                            20.02.2013.






           ტრენინგის ანგარიში

      ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის:
ü  მასწავლებლის პროფესიული განვითარება
ü  პროფესიული საქმიანობის შეფასება
ü  კოლეგების თანამშრომლობა პროფესიული განვითარებისა და შეფასების პროცესში

ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა:  წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, II საჯარო სკოლა. 10 საათი
მიზანისქემაში ჩართული მასწავლებლისათვის პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა, პროფესიული  საქმიანობის შეფასებისა  და თვითშეფასების კრიტერიუმების გაცნობა, კოლეგებთან თანამშრომლობის , როგორც პროფესიული ზრდის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად დასახვა
 ტრენერი: მედიკო ქოქრაშვილი

  ამოცანები:


·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სტანდარტის მიმოხილვა
·         შეფასების ფორმასა  და მნიშვლელობაზე  , მის სახეებზე, აღწერის პროცესზე, კრიტერიუმებსა და ეფექტიანობაზე საუბარი
·         კოლეგებთან თანამშრომლობის, როგორც პროფესიული ზრდის აუცილებელ პირობად განხილვა
·         ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების განხილვა

ღონისძიების დღის წესრიგი:
v  I დღე-5  საათი.
I სესია- მასწავლებლები მსჯელობენ და აცნობიერებენმასწავლებლის პიროვნულ დამოკიდებულებებს საკუtარი პროფესიისადმი. იაზრებენ საერთო ხედვის და ღირებულების მნიშვნელობას სწავლა-სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესისათვის. განიხილავენ წარმატებული სკოლის მახასიათებლებს და პროფესიული განვითარების მახასიათებლების მნიშვნელობას.
II სესია- მასწავლებლები განიხილავენ პროფესიული მასწავლებლების მახასიათებლებს  და კომპეტენციებს, ასევე აანალიზებენ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.
II სესია- გაეცნობიან მასწავლებლის საქმიანობის შეფასების მოდელებს
v  II დღე-5 საათი.
        I სესია-მასწავლებლები საკუთარი გამოცდილებიდან იხსენებენ მასწავლებლის                               პროფესიული განვითარების პროცესს სკოლის ბაზაზე და ინდივიდუალურ        პროფესიულ გეგმებს.
        II სესია-ეცნობიან სკოლის ბაზაზე სრულყოფილი პროფესიული განვითარების       პროცესს და ადარებენ საკუთარ გამოცდილებებს.
            III  სესია-
ეცნობიან პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული აქტივობების შეფასებას
რეზიუმე:  ტრენინგის პირველ ი დღის პირველ სესიაზე მასწავლებლებმა , ტრენერთან ერთად,  ვიმსჯელეთ მასწავლებლის პიროვნულ დამოკიდებულებაზე საკუთარი პროფესიისადმი, გავიაზრეთ  საერთო ხედვის მნიშვნელობა  სწავლა-სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესისათვის.  ასევე განვიხილეთ      წარმატებული სკოლის მახასიათებლები  და პროფესიული განვითარების მახასიათებლების მნიშვნელობა .     გავიგეთ, რომ სკოლებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან  ცხრა ძირითადი მახასიათებელი აქვთ. 1. მკაფიო და ფოკუსირებული მისია 2. მოსწავლეების მიმართ მაღალი მოლოდინები და სწავლის მაღალი სტანდარტები 3.ძლიერი ხელმძღვანელობა 4. მაღალი ხარისხის თანამშრომლობა და კომუნიკაცია 5.  სასწავლო გეგმის, სწავლებისა და შფასების სტანდარტების შესაბამისობა 6. სწავლისა და სწავლების ხშირი მონიტორინგი 7. ფიკუსირებული პროფესიული განვითარება 8. წამახალისებელი პროფესიული გარემო 9. მშობლებისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობა.
პირველი დღის მეორე სესიაზე  განვიხილეთ პროფესიული მასწავლებლების მახასიათებლები და კომპეტენციები. განვიხილეთ ისინი ცალ-ცალკე 1. თავდაჯერებილი მუშაობა 2. ფიქრი საკუთარ თავზე 3.სტრესის დაძლევა 4. დროის სწორი განაწილება 5.  ნდობის ჩამოყალიბება 6.  ყურადრებიანი მოსმენა 7.  ქმედითი გავლენის მოხდენა 8.  გავლენიანი ლიდერის სექმნა  9.  გავლენის სფეროს გაფართოება. გავაანალიზეთ მასწალებლის პროფესიული სტანდარტები.
მესამე სესიაზე გავეცანით მასწავლებლის საქმიანობის Sეფასების მოდელებს.ერთმანეთისაგან განასხვავებენ ფორმალურ და არაფორმალურ შეფასებას. ორგანიზაციათა უმეტესობა სწორედ ფორმალური შეფასების ფორმებს მიმართავს . ასეთი შეფასებისას დადგენილი სიხშირით  ხხხხხხხდება კონკრეტული თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება. მათი როლი შემოიფარგლება კონკრეტილი შეფასების მიღებით. ასეთი ტიპის შეფასება გამოიყენება მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ მხრივ სრულიად განსხვავებულია არაფორმალური შეფასება. მისი ძირითადი მიზანია მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისათვის ხელშეწყობა.
 მეორე დღის პირველ სესიაზე მასწავლებლებმა გავიხსენეთ საკუთარი გამოცდილებიდან მასწავლებლის პროფესიული ზრდის პროცესი სკოლის ბაზაზე და ინდივიდუალური სამუშაო გეგმმები. მეორე სესიაზე გავეცანით სკოლის ბაზაზე სრულყოფილი პროფესიული განვითარების       პროცესს და შევადარეთ  საკუთარ გამოცდილებებს.  სკოლის ბაზაზე არსებული პროფესიული განვითარების ფორმებია: ტრენინგი, გაკვეთილზე დასწრება, მენტორობა, ურთიერთდაკვირვება, პრაქტიკის კვლევა, სასწავლო ჯგუფები და სამუშაო შეხვედრები. III  სესიაზე გავეცანით პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული აქტივობების შეფასებას. ტრენინგი ძალიან საინტერესო  და ნაყოფიერი იყო. მადლობა პროფესიულ ცენტრს, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობისათვის, ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ტრენინგის საინტერესოდ ჩატარებისათვის. ვეცდები მიღებული ცოდნა ჩემს კოლეგებს გავუზიარო.


                                                                                                   დარეჯან ქარდავა


ანგარიში  ჩატარებული  ღონისძიების  შესახებ


ღონისძიების ჩატარების დრო:                 2012წ.


ადგილი:                                           წალენჯიხის რესურსცენტრი

ძირითადი თემა/საკითხი:                     

სერთიფიცირებული მასწავლებლებისათვის სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით გამოცემული ახალი სახელმძღვანელოს ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი“ გაცნობა.
 მისაღწევი შედეგები:  სერთიფიცირებული  მასწავლებლებისათვის სქემის გზამკვლევის გაცნობა, დაინტერესება სქემაში ჩართვით და მათი კარიერული ზრდისათვის ხელშეწყობა.
 მასწავლებლები დაინტერესდებიან სქემაში ჩართვით,    განუვითარდებათ ძიების ,
ღონისძიების შედეგები:  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  რესურსცენტრის ხელმძღვანელმა  ბატონმა დავით სალიამ და მე,   ლიის თემის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დარეჯან ქარდავამ, რესურსცენტრში მოვაწყვეთ პრეზენტაცია სერთიფიცირებული მასწავლებლებისათვის სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით. მასწავლებლებს იმდროისათვის ჰქონდათ მცირე ინფორმაცია ამ საკითხზე.  ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია და გავაცანით მათ ძალიან საინტერესო სახელმძღვანელო ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი“, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი გზამკვლევი იყო დაინტერესებული მასწავლებლებისათვის. პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა. პედაგოგებმა დასვეს არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა. დაინტერესდნენ  სახელმძღვანელოთი, სურვილი გამოთქვეს სქემაში ჩართვისა და  მიღებული გამოცდილების თანამშრომლებისათვის  გაზიარების. ჩატარებული ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.
          ვგეგმავ, მსგავსი პრეზენტაცია ჩემს სკოლაშიც ჩავატარო.                                                        დარეჯან ქარდავა




მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი


ტრენინგის დასახელება:
გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში


პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი/ჯგუფები: საბაზო და საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა: ტრენინგამდე უნდა გაეცნონ  სასწავლო პროგრამას (სტანდარტს) ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს,

ტრენინგზე მსმენელთა მინიმალური და მაქსიმალური  რაოდენობა:მსმენელთა მინიმალური რაოდენობა - 20, მაქსიმალური რაოდენობა -  24.

პროგრამის მიზანი:მასწავლებელთა პროფესიული განვითარება

პროგრამის მოკლე აღწერა:პროგრამაშედგება 4 მოდულისაგან (90 საკონტაქტოსაათი, 30 არასაკონტაქტოსაათი). პროგრამაშედგენილიაქართულიენისადალიტერატურისმასწავლებლისპროფესიულისტანდარტისმოთხოვნებისშესაბამისად,კერძოდ:

მოდული:ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები(მოდულის საათობრივი განაწილება: 8 დღე, დღეში 5 საათი, 40 საკონტაქტო საათი, 10 არასაკონტაქტო საათი).
·         ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები
·         ვრცელი ლიტერატურული ტექსტების სწავლების მეთოდებ,
·         ლექსის ანალიზის მეთოდებ;
·         სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებული კითხვისა და გაგების უნარის ჩამოსაყალიბებლად გამოსაყენებელ მეთოდებ და სტრატეგიებ;
·         ლიტერატურის თეორიის საკითხები სწავლების მეთოდებ;
·         ტექსტის მხატვრული ანალიზის სწავლების მეთოდებ და სტრატეგიებ.

მოდული: ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები (მოდულის საათობრივი განაწილება: 4 დღე, დღეში 5 საათი, 20 საკონტაქტო საათი, 10 არასაკონტაქტო საათი).
·         მორფოლოგიის,
·         სინტაქსის,
·         ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხების სწავლების მეთოდებ და სტრატეგიებ;
·         მოსწავლეების მიერ მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საჭირო მეთოდებ და სტრატეგიებ

მოდული: სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები (მოდულის საათობრივი განაწილება: 3 დღე, დღეში 5 საათი, 15 საკონტაქტო საათი, 5 არასაკონტაქტო საათი).
·         წერის ძირითად ოპერაციებ,
·          წერითი მეტყველების თავისებურებებ, წერის სწავლების მეთოდებ,
·         მოსწავლეთა ნაშრომებში დაშვებული შეცდომების ანალიზი,
·         ნაშრომების კომენტირებისა და შეფასების (განმავითარებელი შეფასების) მეთოდებ.
მოდული: მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მოდულისსაათობრივიგანაწილება: 3დღე, დღეში5საათი, 15 კონტაქტოსაათი, 5 არასაკონტაქტოსაათი.)

·         შეფასების კრიტერიუმებ და რუბრიკებიi;
·         შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების შედგენა,
·         უნარების შეფასების სტანდარტული ფორმების ადაპტირებას კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით.



სტანდარტის პუნქტები, რომლებსაც შეესაბამება პროგრამის მისაღწევი შედეგები და შინაარსი: ტრენინგი ეყრდნობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებს

მონაწილეთა შეფასების სისტემა: პრე და პოსტ ტესტი.

პროგრამის მისაღწევი შედეგები:მასწავლებლები გაეცნობიან, გააანალიზებენდა ეცოდინებათ:
  • ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
  • ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
  • სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები
  • მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

თანდართული დოკუმენტაცია:
მოდულს თანდართული უნდა ჰქონდეს:
·         ტრენინგის დამხმარე მასალა;
·         მონაწილეთა შეფასების სისტემის ბლანკი;
·         უკუკავშირის ბლანკი (მონაწილის მიერ ტრენინგის ბოლოს ტრენერის შეფასების ბლანკი);
·         ანგარიშის ფორმა (ტრენერის მიერ საბოლოო ანგარიშის ბლანკი).

პროგრამის ხანგრძლივობა და დროში განაწილება:კურსის ხანგრძლივობა: 90 საკონტაქტო საათი, 30 არასაკონტაქტო საათი


პროგრამის მოდულის/მოდულების სახელწოდება კრედიტებისა და საათების (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) რაოდენობის მითითებით: პროგრამა შედგება 4 მოდულისაგან (სულ: 90 საკონტაქტო საათი, 30 არასაკონტაქტო საათი):
1.      ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
2.      ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
3.      სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები
4.      მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში


ცნობის გაცემის წესი და პირობები:პროგრამის  წარმატებით გავლისათვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები არა მარტო დაესწრონ ყველა ტრენინგს, არამედ აქტიური მონაწილეობა მიიღონ სატრენინგო აქტივობებში.
საბოოლოო ტესტირება.  ტესტირება უნდა შესრულდეს პროგრამის დამთავრებისას, რომლის შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ და მიეცემათ რეკომენდაციები.

მატერიალური და ტექნიკური რესურსი: მარკერები, ფორმატები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი.







გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
პროგრამის სასწავლო გეგმა

ქართული ენა
პირველი დღე
პირველი სესია
სესიის მიზანი: ქართული ენის სწავლების გზები,არსებით სახელთა მართლწერისსწავლების მეთოდიკა, რამდენიმე ბგერის თავმოყრის მართლწერის სწავლების  მეთოდიკა, სიტუაციური ამოცანები, ფუძის კუმშვა-კვეცის სწავლების მეთოდიკა, თანდებულიანი ბრუნვების სწავლების მეთოდიკა.
საჭირო დრო
თემა
მეთოდი
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
2.20











მოდულის მიმოხილვა



პრეტესტი



ქართული ენის სწავლების გზები














არსებით სახელთა მართლწერის მეთოდიკა



რამდენიმე ბგერის თავმოყრის მართლწერს სწავლების მეთოდიკა









ფუძის კუმშვა-კვეცის სწავლების მეთოდიკა


თანდებულიანი ბრუნვები




მინილექცია


ინდივიდუალური მუშაობა


მინილექცია



ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის ორგანიზება
ჯგუფური მუშაობა ან ინდივიდუალური მუშაობა, ინფორმაციის ორგანიზება


ჯგუფური მუშაობა,

ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის ორგანიზება
მინიდისკუსია
აქტივობა 1. ტრენერი მსმენელებს აცნობს  მოდულის გეგმას.


აქტივობა 2. მონაწილენი წერენ პრეტესტს.


აქტივობა 3. ტრენერი მსმენელებს აცნობს „ახსნითსწავლებას“ და სწავლებას ლიტერატურული მასალის გამოყენებით (წესებითა და მაგალითებით),
აქტივობა 4.ტრენერი  მსმენელებს ყოფს  ჯგუფებად და სთხოვს, ჩამოაყალიბონ ორივე მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები, იმსჯელონ, რომელი მეთოდის გამოყენება მიაჩნიათ უკეთესად გრამატიკის სხვადასხვა საკითხზე მუშაობისას და წარმოადგინონ შესაბამისი გაკვეთილის გეგმა, გააანალიზონ მოსალოდნელი შედეგი.

აქტივობა 5. ტრენერი მსმენელებს აკეთებინებს ტესტს წერილობით _ არსებით სახელთა მართლწერა დაიმსჯელებენ შეცდომებზე.

აქტივობა 6.ტრენერი მსმენელებს ყოფს  ჯგუფებად,  სთხოვს, ჩამოწერონ რა ტიპის მეთოდური მუშაობაა საჭირო ამ საკითხების შესასწავლად.
აქტივობა 7. საკითხის  სწავლება კოგნიტური სქემების გამოყენებით: ასოციაციური რუკის გამოყენება
აქტივობა 8. ჯგუფები ასრულებენ სიტუაციურ ამოცანას. 
აქტივობა 9. სწავლების მეთოდიკა: ცხრილის გამოყენება სწავლებისას.  სახელების კუმშვა-კვეცა
აქტივობა 10. ჯგუფები ასრულებენ სიტუაციურ ამოცანას. 
აქტივობა11. ჯგუფები ასრულებენ სიტუაციურ ამოცანას.
კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატი, მარკერები.



დანართი 1.
დანართი 2.









დანართი 3.





დანართი 4





დანართი 4-ა


დანართი 5


დანართი 6
დანართი 6-ა


დანართი 7
დანართი 9

დანართი 10






















შესვენება 20 წთ.
მეორე სესია
სესიის მიზანი: პროექტის განხილვა, გაკვეთილის დაგეგმვა, ვითარებითი და წოდებითი ბრუნვების დაბოლოების მართლწერის მეთოდიკა, საკუთარი სახელების მართლწერის სწავლების  მეთოდიკა, ენისსწავლებისმეთოდებისმიმოხილვა, ზედსართავი სახელების ხარისხის ფორმების  მართლწერის  სწავლების მეთოდიკა, რიცხვით და ნაცვალსახელთა   ბრუნების სწავლების მეთოდიკა, ილია ჭავჭავაძისშემოქმედების ენობრივი თავისებურებების სწავლების მეთოდიკა
საჭირო დრო
თემა
მეთოდი
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
2.20











პროექტის განხილვა




გაკვეთილის დაგეგმვა



ვითარებითი და წოდებითი ბრუნვების დაბოლოების მართლწერის მეთოდიკა
საკუთარი სახელების მართლწერის სწავლების მეთოდიკა


ენისსწავლებისმეთოდებისმიმოხილვა






ზედსართავი სახელების ხარისხის ფორმების  მართლწერის  სწავლების მეთოდიკა



რიცხვით სახელთა
სწავლების მეთოდიკა

ნაცვალსახელთა   ბრუნების სწავლების მეთოდიკა


ილია ჭავჭავაძისშემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა 
მინილექცია





ინდივიდუალური მუშაობა


აქტივობა 1. დანართში წარმოდგენილი პროექტის კრიტიკული განხილვა ჯგუფებში.


აქტივობა 2.მონაწილენი იმსჯელებენ გაკვეთილის დაგეგმვის პრინციპებზე.

აქტივობა 3. მონაწილენი ასრულებენ დანართ 13-ის  მე-4, მე-5, მე-6, მე-10, მე-13, მე-14, მე-15 სავარჯიშოებს და მსჯელობენ, რა მეთოდებს გამოიყენებენ სწავლებისას.

აქტივობა 4.ტრენერი მსმენელებს აცნობს ენის სწავლების ორ მეთოდს: ინდუქციურსა და დედუქციურს.
აქტივობა 5.ტრენერი  მსმენელებს ყოფს წყვილებად და ეკითხება, თვითონ რომელ მეთოდს და რატომ ანიჭებენ უპირატესობას.

აქტივობა 6. სიტუაციური ამოცანის შესრულება
აქტივობა 7.გაკვეთილის მონაკვეთის განხილვა
აქტივობა 8. სიტუაციური ამოცანის შესრულება.
აქტივობა 9. გაკვეთილის მონაკვეთის განხილვა
აქტივობა 10. სიტუაციური ამოცანის შესრულება.

აქტივობა 11.მონაწილენი განიხილავენ ილია ჭავჭავაძის ენის თავისებურებებს.

დავალება:ტრენერი მსმენელებს   ავალებს  შინ შეასრულონ სავარჯიშოები
კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატი, მარკერები.
დანართი 11

დანართი 12



დანართი 13






დანართი 14







დანართი  15
დანართი 16

დანართი 17

დანართი 18
დანართი 19

დანართი 20
დანართი 21
დანართი 22

დანართი 23
დანართი 24


დანართი 8
დანართი 13





მეორე დღე
პირველი სესია
სესიის მიზანი: გრამატიკის სწავლების ხერხები, ნაცვალსახელთა სწავლების მეთოდიკა, კომპოზიტთა მართლწერის სწავლების მეთოდიკა, აკაკი წერეთლისა და ალექსანდრე ყაზბეგის  შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა
საჭირო დრო
თემა
მეთოდი
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
2.20











დავალებების ანალიზი




გრამატიკის სწავლების ხერხები




ნაცვალსახელთა სწავლების მეთოდიკა
კომპოზიტების მართლწერის სწავლების მეთოდიკა





აკაკი წერეთლის შემოქმედების ენობრივი თავისებურებანი


ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების თვისებურებანი




აქტივობა 1. ტრენერი მსმენელებთან ერთად  აანალიზებს  შინ შესრულებულ სავარჯიშოებს, რამდენად გასაგებია მოსწავლისთვის შემოთავაზებული ახსნა  და მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული მეთოდური ხერხი.
აქტივობა 2. ტრენერი მსმენელებს აცნობს გრამატიკის სწავლების ხერხებს
აქტივობა 3. ტრენერი  მსმენელებს ყოფს წყვილებად და ეკითხება, თვითონ რომელ მეთოდს და რატომ ანიჭებენ უპირატესობას.
აქტივობა 4. მონაწილენი ასრულებენ სავარჯიშოებს და მსჯელობენ სწავლების მეთოდიკაზე.
აქტივობა 5. მონაწილენი ასრულებენ სავარჯიშოებს და მსჯელობენ სწავლების მეთოდიკაზე.
აქტივობა6. მონაწილენი ასრულებენ სიტუაციურ ამოცანას.
აქტივობა 7.მონაწილენი განიხილავენ აკაკი წერეთლის შემოქმედების ენობრივი თავისებურებებს.

აქტივობა 7. მონაწილენი ჩამოწერენ და ერთმანეთს გაუზიარებენ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვების შედეგებს.

კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატი, მარკერები.




დანართი 25




დანართი 26.


დანართი 27
დანართი 28


დანართი 29

დანართი 30
დანართი 31
დანართი 32


დანართი 33






















შესვენება 20
მეორე სესია
სესიისმიზანი: ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა წავლების მეთოდიკა, ვენის,T და სხვა დიაგრამების გამოყენება სწავლებისას, არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელებისა და ნაცვალსახელის მორფოლოგიური გარჩევის სწავლების მეთოდიკა, გაკვეთილის გეგმის განხილვა.
საჭირო დრო
თემა
მეთოდი
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
2.20











ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ენობრივი თავისებურებანი

ვენის,T და სხვა დიაგრამების გამოყენება სწავლებისას

               


არსებითი სახელის,  ზედსართავი სახელის,  რიცხვითი სახელის, ნაცვალსახელის_ მორფოლოგიური გარჩევის მეთოდიკა

გაკვეთილის გეგმის განხილვა






ჯგუფებში მუშაობა


ჯგუფებში მუშაობა






ინდივიდუალური მუშაობა
აქტივობა 1. მონაწილენი ჩამოწერენ და ერთმანეთს გაუზიარებენ ვაჟა-ფშაველას ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვების შედეგებს.

აქტივობა 2. ტრენერი მსმენელებს ყოფს ჯგუფებად და ავალებს, ჩამოწერონ, რომელი საკითხების სწავლებისას როგორ იყენებებენ ვენის, T და სხვა დიაგრამებს.
აქტივობა 3.  ჯგუფები მუშაობენ, როგორ გამოიყენებენ ვენის,T და სხვა დიაგრამებს სახელზმნების სწავლებისას..
აქტივობა 4.  მონაწილენი მორფოლოგიურად არჩევენ არსებით სახელს,  ზედსართავ სახელს, ნაცვალსახელს და მსჯელობენ.

აქტივობა5. მონაწილენი ჯგუფებში კრიტიკულად განიხილავენ გაკვეთილის გეგმას.
დავალება: არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელებისა და ნაცვალსახელების მორფოლოგიური გარჩევა.
კომპიუტერი, პროექტორი,
დანართი 34
დანართი 35

დანართი 36




დანართი 37


დანართი 38




დანართი 39



დანართი 38









მესამე  დღე
პირველი სესია
სესიის მიზანი: სუბიექტური და ობიქტური პირის ნიშნების მართლწერის სწავლების მეთოდიკა,
ზმნის მორფოლოგიური გარჩევის სწავლების მეთოდიკა, გაკვეთილის  გეგმების განხილვა, დავით კლდიაშვილისა და  ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების ენობრივი თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა,ზმნის სწავლების მეთოდიკა

საჭირო დრო
თემა
მეთოდი
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
2.20











სუბიექტური და ობიქტური პირის ნიშნების მართლწერის სწავლების მეთოდიკა

ზმნის მორფოლოგიური გარჩევის სწავლების მეთოდიკა





გაკვეთილის განხილვა




დავით კლდიაშვილის შემოქმედების ენობრივი თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა


ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების ენობრივი თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა



ზმნის სწავლების მეთოდიკა


ჯგუფური მუშაობა


ჯგუფური მუშაობა      






ჯგუფური მუშაობა      




ჯგუფური მუშაობა      







ჯგუფური მუშაობა      

ჯგუფური მუშაობა      

აქტივობა 1.ჯგუფებში ასრულებენ სიტუაციურ ამოცანას.

აქტივობა 2. ჯგუფებში ასრულებენ სიტუაციურ ამოცანას.
აქტივობა 3. მონაწილენი ჯგუფებში მსჯელობენ, რა  მეთოდებით ასწავლიან ზმნის მორფოლოგიურ გარჩევას.

აქტივობა 4. მონაწილენი კრიტიკულად განიხილავენ დანართში მოცემული გაკვეთილის გეგმას,

აქტივობა 5. მსმენელები  მსჯელობენ დავით კლდიაშვილის შემოქმედების ენობრივ თავისებურებებზე, გეგმავენ
გაკვეთილს და განიხილავენ.

აქტივობა6. მსმენელები  მსჯელობენ ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების ენობრივ თავისებურებებზე, გეგმავენ
გაკვეთილს და განიხილავენ.

აქტივობა 7. მსმენელები  ასრულებენ სავარჯიშოებს და განიხილავენ
დანართი 40
დანართი 41
დანართი 42
დანართი 43




დანართი 44



დანართი 45.






დანართი 46




დანართი 47





დანართი 48

შესვენება 20 წთ.
მეორე სესია
სესიის მიზანი:გრიგოლ რობაქიძის  შემოქმედების  ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა,სინტაქსის საკითხების სწავლების მეთოდიკა, გაკვეთილის გეგმების განხილვა,მარტივი წინადადების გადაკეთება რთულად და პირიქით (სწავლების მეთოდიკა), „რომელი“ წევრ-კავშირის სწორად გამოყენების სწავლების მეთოდიკა
საჭირო დრო
თემა
მეთოდი
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
2.20











გრიგოლ რობაქიძის  შემოქმედების  ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა
სინტაქსის საკითხების სწავლების მეთოდიკა
გაკვეთილის გეგმების განხილვა

მარტივი წინადადების გადაკეთება რთულად და პირიქით (სწავლების მეთოდიკა)

„რომელიც“ წევრ-კავშირის სწორად გამოყენების სწავლების მეთოდიკა
ჯგუფური მუშაობა   


ჯგუფური მუშაობა      



ინდივიდუალური მუშაობა  

ინდივიდუალური მუშაობა  

აქტივობა 1.მსმენელები  მსჯელობენ გრიგოლ რობაქიძისშემოქმედების ენობრივ თავისებურებებზე, გეგმავენ
გაკვეთილსდაგანიხილავენ.
აქტივობა 2. გაკვეთილის გეგმების  კრიტიკული განხილვა


აქტივობა3.მსმენელები ასრულებენ სავარჯიშოებს და მსჯელობენ.

აქტივობა 4. ჯგუფებში ასრულებენ სიტუაციურ ამოცანასა და სავარჯიშოს.
აქტივობა 5: ჯგუფებში ასრულებენ სიტუაციურ ამოცანას

დავალება: ტრენერი დავალებად აძლევს მსმენელებს, დაგეგმონ გაკვეთილი ზმნის სწავლებასთან დაკავშირებით.
შეასრულონ დანართი 53-ის სავარჯიშოები.
დაგეგმონ, ლალი ავალიანის წერილს- „დედაენის წინაშე ცოდვილნი“-რომელი საკითხის სწავლებისას გამოიყენებენ.

დანართი49



დანართი 50
დანნართი 51
დანართი 52


დანართი 53



დანართი 54
დანართი 55

დანართი 56


დანართი 53



დანართი 57



















მეოთხე დღე
პირველი სესია   
სესიის მიზანი:პუნქტუაციის  სწავლების მეთოდიკა, სტილის საკითხების სწავლების მეთოდიკა, გაკვეთილისგანხილვა, პარონიმთასწავლებისმეთოდიკა, მიხეილ ჯავახიშვილისა და  კონსტანტინეგამსახურდიასშემოქმედებისენობრივითავისებურებებისსწავლებისმეთოდიკა
საჭირო დრო
თემა
მეთოდი
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
2.20











პუნქტუაციის  სწავლების მეთოდიკა


სტილის საკითხების სწავლების მეთოდიკა


გაკვეთილის განხილვა


პარონიმთა სწავლების მეთოდიკა


მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების ენობრივი თავისებურებების შესწავლის მეთოდიკა

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების ენობრივი თავისებურებების სწავლების მეთოდიკა

ჯგუფებში მუშაობა


ჯგუფებში მუშაობა
აქტივობა 1. ჯგუფებში ასრულებენ სიტუაციურ ამოცანასა და სავარჯიშოს.

აქტივობა 2. ჯგუფებში მსჯელობენ, რა ტიპის სტილურ ხარვეზებს ხვდებიან მოსწავლეთა ნაწერებში.
აქტივობა 3. მონაწილენი კრიტიკულად განიხილავენ გაკვეთილს.

აქტივობა 4. მონაწილეები ჯგუფებში ასრულებენ სიტუაციურ ამოცანას

აქტივობა 5. მსმენელები  მსჯელობენ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების ენობრივ თავისებურებებზე, გეგმავენ
გაკვეთილსდაგანიხილავენ.

აქტივობა 6. მსმენელები მსჯელობენ, როგორ გამოიყენებენ მიხეილ ჯავახიშვილის წერილებს სწავლებისას.

აქტივობა 7. მსმენელები  მსჯელობენ კონსტანტინე გამსახურდიას  შემოქმედების ენობრივ თავისებურებებზე, გეგმავენ  გაკვეთილსდაგანიხილავენ.

დანართი 58
დანართი 59
დანართი 60






დანართი  61




დანართი 62

დანართი 63
დანართი 64



დანართი 65
დანართი 66
დანართი 67

დანართი 68













შესვენება 20 წთ
მეორე სესია
სესიის მიზანი: სტილის საკითხების სწავლების მეთოდიკა, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჩხეიძის,ანა კალანდაძის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა, პოსტტესტი
საჭირო დრო
თემა
მეთოდი
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
2.20











სტილის საკითხების სწავლების მეთოდიკა

გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჩხეიძის,
ანა კალანდაძის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა

პოსტტესტი

ჯგუფებში მუშაობა
აქტივობა 1. მსმენელები ჯგუფებში ასრულებენ სავარჯიშოებს და მსჯელობენ სტილის საკითხების სწავლების მეთოდებზე.

აქტივობა 2. მსმენელები  მსჯელობენ გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჩხეიძის, ანა კალანდაძის შემოქმედების ენობრივ თავისებურებებზე, გეგმავენ  გაკვეთილსდაგანიხილავენ.

აქტივობა 3. მონაწილენი წერენ პოსტტესტს.

დანართი 69






დანართი 70
დანართი 71
დანართი 72









No comments:

Post a Comment